Posts

Image
                    2018-2019  სასწავლო წლის დაწყება ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში სასწავლო წელი პარაკლისით დაიწყო, შემდეგ საზეიმო ღონისძიება გაგრძელდა სკოლაში. სკოლის პედაგოგების სახელით დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ფილოლოგმა მელანო ხვედელიძემ. სკოლის მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერით იზეიმეს სწავლის დაწყება. მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა გიმნაზიის დირექტორმა ნეკრესელმა მიტროპოლიტმა სერგიმ, დირექტორის მოადგილემ მღვდელმა გიორგი გაფრინდაშვილმა და მოძღვარმა დეკანოზმა ბადრიმ. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ქალბატონმა ქეთევან ჭიპაშვილმა. მიტროპოლიტმა სერგიმ პირველკლასელებს საჩუქრად გადასცა საქართველოს პატრიარქის ილია II - ის მიერ გამოგზავნილი სასკოლო ნივთები.

1 ივნისი ა(ა) იპ წმ. ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში

Image
            ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე                            

"გიმნაზია ჩემი პატარა საქართველოა"

Image
2018 წლის 28 მაისს ა(ა)იპ წმ. ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში სასწავლო ნაწილის მღვდელი გიორგისა (გაფრინდაშვილი) და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მელანო ხვედელიძის ხელმძღვანელობით, მუსიკის მასწავლებლის ირმა კანდელაკის დახმარებით  ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თემაზე: ,,გიმნაზია ჩემი პატარა საქართველოა“. მასში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა. გულანთებულმა პატარებმა კიდევ ერთხელ უღაღადეს საქართველოს დიდებას.  მათ წარმოთქმულ თითოეულ სიტყვაში, ლექსსა თუ სიმღერაში იგრძნობოდა  საკუთარი ქვეყნის დიდი სიყვარული, მოწიწება და რუდუნება. ამ ღონისძიებაზე ასევე მეცხრე კლასელებმა წაიკითხეს სხვადასხვა თემაზე შექმნილი საკუთარი ნამუშევრები, ასევე მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინსცენირება წმინდა ქეთევან დედოფლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, რამეთუ ის ჩვენი დიდი წინაპარია, მის ნატერფალზე დავაბიჯებთ და თითოეული ჩვენგანი ვალდებულია ახსოვდეს და ღირსეულად გააგრძელოს მისი გზა. ...

"ბოლო ზარი" გიმნაზიაში

Image
             "ბოლო ზარი" გიმნაზიაში    XII კლასელებმა სკოლის დამთავრება  წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში "ბოლო ზარით" აღნიშნეს. ტრადიციულად, ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგებითა და  უამრავი კეთილი სურვილებით.   ბოლო ზარის ღონისძიებას სკოლის მოსწავლეებთან და ადმინისტრაციასთან ერთად ესწრებოდა წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის დირექტორი ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი, რომელმაც დალოცა ახალგაზრდები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ქ.ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ქალბატონი ქეთევან ჭიპაშვილი, რომელმაც სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს, მიულოცა სკოლის დამთავრება და წარმატებული მომავალი უსურვა მათ.