Posts

Showing posts from March 17, 2019

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა!

Image
    ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!   21 მარტს ა(ა) იპ წმ. ილია მართლის სახ. ყვარლის  გიმნაზიაში აღინიშნა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე.  მოსწავლეებმა მოაწყვეს ფლეშმობი და წარმოადგინეს ინფორმაცია ამ დღესთან დაკავშირებით. აქტივობა განახორციელეს  IX კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პროექტის ფარგლებში ,,ყველა განსხვავებულია, ყველა თანასწორია''(პედაგოგი  ნინო შუხოშვილი).   ამ დღის აღნიშვნის მიზანია ისეთ აქტივობებისა და ღონისძიებების წახალისება, რომელიც მიმართულია დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ამ სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისკენ. დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, არამედ გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე  წყვილში, რასაც 21-ე  წყვილის ტრისომია ეწოდება. დაუნის სინდრომი პირველად აღწერა ინგლისელმა ექიმმა  ჯონ ლენგდონ დაუნმა. 2006 წლის 21 მარტს პირველად აღინიშნა დაუნის სინდრომის მქონე ...

საქმიანი თამაშები გეოგრაფიის გაკვეთილზე

Image
  XI კლასში საქმიანი თამაშის ფორმატით ჩატარდა გეოგრაფიის გაკვეთილი (მასწავლებელი ნ.შუხოშვილი) . მოსწავლეებმა მოირგეს ექსპერტების, გარემოდამცველების და სხვა-სხვა ქვეყნის წარმომადგენელთა როლები. იმსჯელეს ჰიდროსფეროს ეკოლოგიაზე: მტკნარი წყლის პრობლემებზე მსოფლიო ოკეანის დაბინძურებებზე და ამ პრობლემების დაძლევის გზებზე. გაიმართა დისკუსია, მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო იდეები.

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები და ეტაპები გამოცხადდა – 2019-2020 სასწავლო წელი

Image
  პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები და ეტაპები გამოცხადდა – 2019-2020 სასწავლო წელი https://edu.aris.ge/news/pirvelklaselta-registraciis-vadebi-da-etapebi-gamocxadda-2019-2020-saswavlo-weli.html   2019-2020 სასწავლო წელს პირველ კლასში შესვლას 16 სექტემბერს დაბადებული ბავშვებიც შეძლებენ.  ახალი სასწავლო წელი 2019 წლის 16 სექტემბერს, ორშაბათ დღეს იწყება, რადგან მინისტრის ბრძანებით სწავლის დაწყების მუდმივ თარიღად განსაზღვრული 15 სექტემბერი დასვენების დღეს (კვირას) ემთხვევა და სასწავლო პროცესი კანონში არსებული ჩანაწერის თანახმად, ორშაბათს, 16 სექტემბერს უნდა დაიწყოს. კანონით კი განსაზღვრულია, რომ სკოლაში შესვლის ასაკი არის 6 წელი.