გილოცავთ ახალი 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებას
15 სექტემბერს, ყვარლის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიაში სწავლა საკლასო ოთახებში მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და რეგულაციების დაცვით დაიწყო. წმ.ილია მართლის სახ. გიმნაზიის ხელმძღვანელის ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის ლოცვა-კურთხევით სასწავლო პროცესის დაწყებამდე პირველი კლასის მოსწავლეებს ჩანთები და სასწავლო სახელმძღვანელოები გადაეცათ. ცნობისთვის: წმ. ილია მართლის სახ. ყვარლის გიმნაზიამ 2020 წლის სექტემბერში შრომითი ინსპექციის შემოწმება წარმატებით გაიარა და სრულად აკმაყოფილებს კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში არსებულ ამჟამად მოქმედ რეგულაციებს. გიმნაზია აღჭურვილია პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერისა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით ,ასევე სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით."