2018-2019 სასწავლო წლის დაწყება ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში სასწავლო წელი პარაკლისით დაიწყო, შემდეგ საზეიმო ღონისძიება გაგრძელდა სკოლაში. სკოლის პედაგოგების სახელით დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ფილოლოგმა მელანო ხვედელიძემ. სკოლის მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერით იზეიმეს სწავლის დაწყება. მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა გიმნაზიის დირექტორმა ნეკრესელმა მიტროპოლიტმა სერგიმ, დირექტორის მოადგილემ მღვდელმა გიორგი გაფრინდაშვილმა და მოძღვარმა დეკანოზმა ბადრიმ. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ქალბატონმა ქეთევან ჭიპაშვილმა. მიტროპოლიტმა სერგიმ პირველკლასელებს საჩუქრად გადასცა საქართველოს პატრიარქის ილია II - ის მიერ გამოგზავნილი სასკოლო ნივთები.
Posts
Showing posts from September 16, 2018