Posts

Showing posts from November 14, 2021

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო. 16/11/2021

Image
  რეგისტრაციის გასავლელად მოსწავლეებმა სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ.   სკოლებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ ის მოსწავლეები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ მონაწილეობა მიიღონ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში თითოეულ საგანში/საგნებში  განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X -XII კლასები) შესაბამისად.     ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება. მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს ან მეტს და, ამასთან ერთად, მოხვდება საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის.   ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება. ასევე, იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით გაემგზავრებიან.

გიმნაზიას კიდევ ერთი უფროსი მასწავლებელი შეემატა.

Image
ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის პედაგოგს ეთერი რუსიაშვილს ვულოცავთ უფორი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას.