"ბოლო ზარი" გიმნაზიაში



           "ბოლო ზარი" გიმნაზიაში 



  XII კლასელებმა სკოლის დამთავრება  წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში "ბოლო ზარით" აღნიშნეს. ტრადიციულად, ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგებითა და  უამრავი კეთილი სურვილებით. 


 ბოლო ზარის ღონისძიებას სკოლის მოსწავლეებთან და ადმინისტრაციასთან ერთად ესწრებოდა წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის დირექტორი ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი, რომელმაც დალოცა ახალგაზრდები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ქ.ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ქალბატონი ქეთევან ჭიპაშვილი, რომელმაც სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს, მიულოცა სკოლის დამთავრება და წარმატებული მომავალი უსურვა მათ.




Comments

Popular posts from this blog

,,ანბანის გაცილება" I- კლასი