,,საქმიანი თამაშები" ნ.შუხოშვილი

სასწავლო საქმიანი თამაში აქტიური სწავლების ფორმაა და ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას. (მაღალ ჩართულობას; მოტივაციის ზრდას; კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას; არსებული ცოდნი, გამოცდილების და რეალური სიტუაციის ერთმანეთთან დაკავშირებას; არგუმენტირებული მსჯელობისა და პრეზენტაციის უნარების განვითარებას.) და საგნის მიმართ შემეცნებითი ინტერესის გაღვივებას. სწორედ აღნიშნული ამოცანების გადაწყვეტას ემსახურებოდა გიმნაზიის IX კლასში ჩატარებული გეოგრაფიის გაკვეთილი -სიმულაცია (მასწავლებელი: ნინო შუხოშვილი). მოსწავლეებმა მოირგეს ბიზნეს ჯგუფის და სხვადასხვა ასოციაციების წარმომადგენელთა როლები და შეიქმნა იმიტაცია სიტუაციისა რომელიც ძალიან აქტუალურია დღეს: საქართველოს ბუნებრივი პირობებისა და რესურსების გათვალისწინებით შეიმუშავეს პროექტები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას. მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით მიუდგნენ დავალებას და წარმოადგინეს საინტერესო იდეები. ...