Posts

Showing posts from November 24, 2019

გიმნაზიის 20 წლის იუბილე

Image
                          წმ. ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია უკვე ორი ათეული წლისაა. ამ დღესთან დაკავშირებით 2019 წლის 25 ნოემბერს სკოლაში გაიმართა ზეიმი. მოწვეული იყვნენ რესურს ცენტრის თანამშრომლები, ეპარქიის სასულიერო პირები, ლაგოდეხის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მგალობელთა გუნდი, სამოქალაქო პირები და ის მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში ღირსეულად ემსახურებოდნენ გიმნაზიის აღსაზრდელებს, მათ გადაეცათ მადლობის სიგელები.     ღონისძიებაზე ისმოდა მოსწავლეთა ტკბილხმიანი გალობა, სიმღერები, ლექსები და თითოეული იქ მყოფისგან იგრძნობოდა ის დიდი სიყვარული, რომელსაც სახელად ,,გიმნაზია'' ჰქვია.        ღონისძიების დასასრულს დარბაზს სიტყვით მიმართა მიტროპოლიტმა სერგიმ(ჩეკურიშვილი) , რესურს ცენტრის დირექტომრა ქ. ჭიპაშვილმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.