Posts

Showing posts from May 12, 2019

ბოლო ზარი 2019 წმ. ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში

Image
                                                                    ,,  ბოლო ზარი"   2019 წლის 16 მაისს ა(ა) იპ წმ.ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში ჩატარდა ბოლო ზარი.  2018-2019წლის მე-12 კლასის კურსსდამთავრებულებმა საკუთარი შემოქმედებით, მოკრძალებული ღონისძიებით უდიდესი მადლიერება გამოხატეს მიტროპოლიტი სერგის (ჩეკურიშვილი), დეკანოზი ბადრის (არჩუაძე), მღვდელი გიორგი (გაფრინდაშვილის) და მასწავლებლების მიმართ.   ღონისძიებას უძღვებოდნენ კლასის ხელმძღვანელი: ნინო შუხოშვილი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მელანო ხვედელიძე.   მე-12 კლასელებმა სცენაზე მოიწვიეს ბაღის აღსაზრდელები, მომავალი პირველ კლასელები და გზა დაულოცეს მათ.   კურსსდამთავრებულები ლოცვა-კურთხევით გააცილეს დეკანოზმა ბადრიმ და მღვდელმა გიორგიმ.