გიმნაზიის 21-ე გამოშვება
2021 წლის 21 მაისს, გიმნაზიის XII კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის ზარი ბოლოჯერ დაირეკა. გიმნაზიის დირექტორის ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის ლოცვა-კურთხევით, მეთორმეტე კლასის კურსდამთავრებულთათვის , ნეკრესის ეპარქიის სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს და მოსწავლეები დალოცეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად. ასევე სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ყვარლის საგამნმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ქეთევან ჭიპაშვილმა. კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით ეპიდსიტუაციისა და რეკომენდაციების გათვალისწინების შესაბამისად სკოლის გამოსაშვები ღონისძიება მასშტაბურ ხასიათს არ ატარებდა, რომელიც გიმნაზიის ღია სივრცეში მეთორმეტე კლასის დამრიგებლის ნანი არჩუაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა. კურსდამთავრებულებმა საკუთარი შემოქმედებით, მადლიერება გამოხატეს გიმნაზიის დირექტორის ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის, სკოლის ადმინისტრაციისა და ყველა თანამშრომლის მიმართ. ...