Posts

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო. 16/11/2021

Image
  რეგისტრაციის გასავლელად მოსწავლეებმა სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ.   სკოლებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ ის მოსწავლეები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ მონაწილეობა მიიღონ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში თითოეულ საგანში/საგნებში  განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X -XII კლასები) შესაბამისად.     ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება. მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს ან მეტს და, ამასთან ერთად, მოხვდება საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის.   ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება. ასევე, იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით გაემგზავრებიან.

გიმნაზიას კიდევ ერთი უფროსი მასწავლებელი შეემატა.

Image
ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის პედაგოგს ეთერი რუსიაშვილს ვულოცავთ უფორი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას.

მილოცვა

Image
  საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრს ყოვლადუსამღვდელოეს ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსს, წმ. ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის დირექტორს მეუფე დიმიტრის ვულოცავთ ანგელოზის დღეს. წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის მადლი გფარავდეთ.

სამძიმარი

Image
  წმ. ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ბათუმს, საქარველოს ...

გილოცავთ 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას

Image
    2021-2022 სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს და განსაკუთრებით   პირველ კლასელებს საკლასო ოთახებში სწავლის განახლება პირადად   მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა   წმ . ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის დირექტორმა , ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ ( კაპანაძე)   პირველი კლასის მოსწავლეებს  ჩანთები და სასწავლო სახელმძღვანელოები გადაეცათ.

განცხადება

Image
განცხადება  ნეკრესის ეპარქიის მმართველის მიტროპოლიტი სერგის (ჩეკურიშვილი) გარდაცვალების გამო, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II - ის  ლოცვა-კურთხევით ნეკრესის ეპარქიისა და წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის დროებით მმართველად ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე) დადგინდა.  24.10.2021

ძვირფასო მასწავლებლებო!

Image
  ძვირფასო მასწავლებლებო! წმ. ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია  გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს. გისურვებთ თქვენი უმნიშნელოვანესი ფუნქციის ღირსეულად შესრულებას, მაღალი სტანდარტის შრომის პირობებს, ღვაწლის დაფასებას და წარმატებული თაობების აღზრდას ქვეყნის საკეთილდღეოდ, რისი საფუძველიც მათთვის სწორედ კარგი განათლების მიცემაა. გილოცავთ და გისურვებთ ერზე, სამშობლოზე უანგაროდ მზრუნველი, მეგობრობისა და სიყვარულის გრძნობით აღსავსე მართალი თაობების აღზრდას.

გთხოვთ ყურადღებით გაეცანით!!!

Image
      ძვირფასო მშობლებო, მასწავლებლებო და მოსწავლეებო, გაცნობებთ, რომ ჩვენი                   გიმნაზია  სრულ მზადყოფნაშია 2021-2022 სასწავლო წლის დასაწყებად.    2021 წლის ოთხი ოქტომბრიდან სკოლის შენობაში სწავლას დაიწყებს პირველიდან             მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეები.  სწავლის დაწყებამდე სრულად განხორციელდა სკოლის შენობის სადეზინფექციო          სამუშაოები.  სკოლაში დაცულია Covid-19-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შემუშავებული ყველა რეგულაცია და ტარდება უსაფრთხოების სტანდარტული პროცედურები.                        2021-2022 სასწავლო წელს პირისპირ სწავლების პირობებში სკოლაში პირბადით უნდა გამოცხადდნენ როგორც დაწყებითი (I-IV) კლასების, ისე საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეები.      მშობელმა უნდა გაითვალისწინოს:  🔊ყურადღებით გაეცნოს სკოლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას . 🔊სკოლაში წასვლამდე აკონტროლოს მოსწავლის ტემპერატურა და 37 და მეტის დაფიქსირების შემთხვევაში არ გაუშვას სკოლაში.  🔊ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად შეატყობინოს სკოლას. 🔊უზრუნველ