"გიმნაზია ჩემი პატარა საქართველოა"


2018 წლის 28 მაისს ა(ა)იპ წმ. ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში სასწავლო ნაწილის მღვდელი გიორგისა (გაფრინდაშვილი) და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მელანო ხვედელიძის ხელმძღვანელობით, მუსიკის მასწავლებლის ირმა კანდელაკის დახმარებით  ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თემაზე: ,,გიმნაზია ჩემი პატარა საქართველოა“. მასში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა. გულანთებულმა პატარებმა კიდევ ერთხელ უღაღადეს საქართველოს დიდებას.  მათ წარმოთქმულ თითოეულ სიტყვაში, ლექსსა თუ სიმღერაში იგრძნობოდა  საკუთარი ქვეყნის დიდი სიყვარული, მოწიწება და რუდუნება.
ამ ღონისძიებაზე ასევე მეცხრე კლასელებმა წაიკითხეს სხვადასხვა თემაზე შექმნილი საკუთარი ნამუშევრები, ასევე მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინსცენირება წმინდა ქეთევან დედოფლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, რამეთუ ის ჩვენი დიდი წინაპარია, მის ნატერფალზე დავაბიჯებთ და თითოეული ჩვენგანი ვალდებულია ახსოვდეს და ღირსეულად გააგრძელოს მისი გზა.















Comments

Popular posts from this blog

,,ანბანის გაცილება" I- კლასი