ახალგაზრდული ფესტივალი ჭადრაკში.
გურჯაანის სპორტულ გაერთიანებაში არსებულ, საერთაშორისო დიდოსტატების ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბში, მესამედ ჩატარდა კახეთის რეგიონის მოსწავლეთა გუნდური პირველობა, საჭადრაკო ოლიმპიადის ხუთგზის გამარჯვებულის, ნანა იოსელიანის სახელობის თასზე. ღონისძიებას, საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და კახეთის ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელობა ესწრებოდა. ნანა იოსელიანის სახ. ტურნირში მონაწილეობისათვის წმ. ილია მართლის სახ. ყვარლის გიმნაზიელებს სიგელები გადასცეს.