წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის პრევენციული ღონისძიებები COVID-19-ის გამოწვევების საპასუხოდ. სკოლის ყველა თანამშრომელმა გაიარა ტესტირება COVID-19-ზე. მაქსიმალურად დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.
წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის თითოეული წევრი ( პედაგოგები , სკოლის პერსონალი , მოსწავლეები , მშობლები ) ფლობს ამომწურავ ინფორმაციას , თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს გიმნაზია COVID-19- ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ . როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან , ასევე სკოლაში არსებულ სანიტარულ - ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით . ✅ კლასის დამრიგებლები აწვდიან ამომწურავ ინფორმაციას , როგორც მოსწავლეებს , ასევე თითოეულ მშობელს და იღებენ მათგან უკუკავშირს . ✅ სკოლა უზრუნველყოფილია სპეციალური აღჭურვილობებით : დეზობარიერით , ხელის სადეზინფექციო მოწყობილობებით , თერმომეტრით , ხელისა და ზედაპირების სადეზინფექციო ხსნარებით , პირბადეებით , ერთჯერადი ხელთათმანებით . ✅ სველი წერტილები უზრუნველყოფილია წყლით , თხევადი საპნით და ქაღალდის ხელსახოცებით . ✅ სკოლის ექიმი სწავლის დაწღებამდე სკოლაში მუდმივად ატარებს არსებულ სანიტარულ - ჰიგიენური ნ...