Posts

Showing posts from April 28, 2019

,,აღდგომის მახარებლები" ჭონა

Image
  აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშრებით ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის ლოცვა-კურთხევით სადღესასწაულო მსვლელობა _ " აღდგომის მახარებლები " - ჭონა გაიმართა.   მსვლელობა  ქ.ყვარელში 28 აპრილს 12 :00 სთ-ზე  ე.წ ,,ბოგირის” ტერიტორიიდან დაიწყო და ილია ჭავჭავაძის მონუმენტთან დასრულდა .  აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ქ. ყვარელში  მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით ქალაქში ბანერების სახით ილია ჭავჭავაძის წერილიდან ამონარიდები გამოიფინა. ეპარქიაში ჩამოაბრძანეს მადლმოსილი ცეცხლი,  რომელიც საზეიმო მსვლელობისას ხატებთან და ბაირაღებთან ერთად თან ჰქონდათ მონაწილეებს და აღდგომის დღესასწაულს ახარებდნენ ხალხს,  სტუმრობდნენ საავადმყოფოს ,  პოლიციას , ასევე დარიგდა სასულიერო ლიტერატურა.  მსვლელობის ორგანიზატორები:  #ნეკრესის_ეპარქია და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია. მონაწილეობდნენ ნეკრესის ეპარქიის სამღვდელოება, მოსახლეობის ნაწილი , მრევლი,  ქ.ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატი, კულტურის სახლი, ყვარლის ილია მართლის სახ. გიმნაზ

გარემოს დაცვითი პროექტი წმ. ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში

Image
      წმ. ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში მიმდინარეობს გარემოს დაცვითი პროექტი, რომელსაც ახორციელებენ გიმნაზიის X - კლასის მოსწავლეები (საგანი- სამოქალაქო განათლება, მასწავლებელი: ნინო შუხოშვილი) პროექტში ჩართულია მთელი სკოლა .    საწყის ეტაპზე მოხდა სკოლის ტერიტორიის დასუფთავება და გამწვანება, მოსწავლეებმა დარგეს მცენარეები.

სამოდელო გაკვეთილი I კლასი

Image
სამოდელო გაკვეთილი  I - კლასი დამრიგებელი: ნანა ლოლიაშვილი