პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები ცნობილია
წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში პირველკლასელთა რეგისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლისათვის 27 აპრილიდან დაიწყება, გისურვებთ წარმატებებს. პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას. 1. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი ნოტარიულად დამოწმებული. საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 2. ჯანმრთელობის ცნობა; 3. ფოტოსურათი 3/4-ზე; 4. მშობლის პირადობის მოწმობის ასლები; 5. სოციალურად დაუცველის საბუთი (არსებობის შემთხვევაში) სკოლაში დაცულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შემუშავებული ყველა რეგულაცია და ტარდება უსაფრთხოების სტანდარტული პროცედურები.