ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის ლოცვა-კურთხევით,  ყვარლის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში მეთორმეტე კლასის კურსდამთავრებულთათვის , ნეკრესის ეპარქიის სასულიერო პირებმა ყოვლადწმინდა სამების სახელობის პარაკლისი გადაიხადეს.   პარაკლისის დასრულების შემდგომ მოძღვრებმა შეკრებილი ახალგაზრდები,თანატოლებთან ერთად  დალოცეს :   „აქ ლოცულობდა ილია მართალი, რომელმაც  უკვდავების გზა ანახა ერს.  ზარი რომელიც ახლა თქვენთვის და თქვენი თანატოლების კეთილდღეობისა და დალოცვისთვის ირეკება,  ყველა თაობისთვის სასურველია .  ამიტომ გილოცავთ , გიხაროდეთ ,  არ მოიწყინოთ , როგორც პატრიარქი გვარიგებს არ შეგეშინდეთ_ ჩიხი არ არსებობს,  გვიგულეთ თქვენს იმედად"  ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახ. გიმნაზიის მოძღვარი  დეკანოზი ბადრი არჩუაძე   „ჩემი თხოვნაა თქვენი ცოდნა რომელიც მიიღეთ და რომელსაც მიიღებთ,  გამოიყენოთ,   სარწმუნოებასთან შეაზავოთ და ქვეყანას , სამშობლოს მოახმაროთ.   გისურვობთ ღმერთთან ურთიერთობა გქონდეთ და სარწმუნოება,  ამით იქნებით ძლიე...