,,აგრო-ტექნიკური ღონისძიება" წმ. ილია მართლის ყვარლის გიმნაზიაში

5 მარტს წმ. ილია მართლის სახელობის გიმნაზიაში სკოლის ცხოვრებაში მშობელთა აქტიური ჩართულობის მიზნით აგრო-ტექნიკური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მშობლები და უფროსი კლასელები მონაწილეობდნენ . ღონისძიების აქტივობას ხეხილის ბაღის სხვლა-ფორმირება წარმოადგენდა, რომელსაც მოწვეული სპეციალისტი პროფესორი ლალი გოგინავა ხელმძღვანელობდა. გიმნაზიაში, სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით სისტემატიურად ტარდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები ,რომლებიც ხელს უწყობენ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და წარმატებისთვის საჭირო გარკვეული უნარ-ჩვევების შეძენა /განვითარებას.