წარმატებული გიმნაზიელები
ნეკრესელმა მიტროპოლიტმა სერგიმ 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები დალოცა და სტუდენტობა მიულოცა. წმ. ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის კურსდამთავრებულებმა, 2020-2021 სასწავლო წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, როგორც ყოველთვის, კარგი შედეგები აჩვენეს და სასურველ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ სწავლას სახელმწიფო დაფინანსებით. თქვენ განსაკუთრებული თაობა ხართ, პანდემიის მძიმე და მოულოდნელმა ცვლილებებმა მკვეთრად შეცვალა ყოველდღიური ცხოვრების რიტმი. საყოველთაო გამოწვევებს თქვენ ღირსეულად გაუმკლავდით და სწავლა წარმატებით დაასრულეთ. წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია გილოცავთ 2020-2021 ს/წ კურსდამთავრებულებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ წლებს, რადგან თქვენ ის ძალა ხართ, რომელიც სწავლობს, აშენებს მომავალს და ,, რარიგ დიდი წარსულიც არ უნდა ჰქონდეს ხალხს, ის მაინც მომავლით უნდა ცხოვრობდეს“ (ილია ჭავჭავაძე). სიყვარულით და კეთილი სურვილებით, სკოლის ადმინისტრაც...