Posts

Showing posts from March 24, 2019

წმ. ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის დირექტორის მიტროპოლიტი სერგის შეხვედრა მშობლებთან

Image
   2019წლის 25 მარტს ა(ა) იპ წმინდა  ილია მართლის სახელობის  ყვარლის გიმნაზიის დირექტორის  მიტროპოლიტი სერგის (ჩეკურიშვილი) ლოცვა-კურთხევით ჩატარდა მშობელთა საერთო კრება, რომელსაც დაესწრო თითქმის ყველა. მეუფემ მათ ესაუბრა როგორ უნდა აღზარდონ  თავიანთი შვილები ზნეობრივად  და სულიერად, ესაუბრა სწავლის მნიშვნელობაზე. ასევე გამოცდილებიდან გამომდინარე მოუყვა მაგალითები სულიერ და საერო საკითხებზე, რომელიც დაეხმარება თითოეულ მშობელს შვილის სწავლა-აღზრდაში.  გიმნაზიის მოსწავლეთა მშობლებმა მადლიერება გამოხატეს მეუფის, სკოლის და მასწავლებლების მიმართ. მიტროპოლიტმა კი გადასცა მათ ლოცვის წიგნები და დალოცა ისინი.