Posts

Showing posts from February 16, 2020

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020

Image
   16 თებერვალს ყვარლის სპორტულ კომპლექსში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020- ის რეგიონული თამაშები საზეიმო ვითარებაში ხელბურთის ტურნირით გაიხსნა . ჩატარებული შეხვედრებით გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები გოგონათა და ვაჟთა კატეგორიაში , რომლებიც ასპარეზობას ზონალურ ეტაპზე გააგრძელებენ . გოგონებში პირველი ადგილის მფლობელები წმ . ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოსწავლეები გახდნენ .   შემდეგი შეხვედრა გაიმართება თბილისში . გუნდის წევრები :  მარიამ თავღორაშვილი ,                                   მარიამ სმოიანი ,                                   ნინო ზურიაშვილი ,                                   მარიამ ბეჟანიშვილი ,                                   ნინო კოკოლაძე                                   ლიკა აფციაური                                  თამარ იოსებაშვილი   წმ . ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია   ულოცავს გამარჯვებულებს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს მათ .