" შენ უნდა აქციო წიგნის კითხვა ნამდვილ ზეიმად"



  წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ყვარლის წმინდა ილია მართლის სახელობის  გიმნაზიამ ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის ლოცვა-კურთხევით ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრის დასს უმანსპინძლა.

შეხვედრას გიმნაზიის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

ღონისძება გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მელანო ხვედელიძემ და ყვარლის კუტურის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ზარდიაშვილმა გახსნეს.

სახალხო თეატრის დასის წარმოადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის წერილიბი , ნაწარმოებებიდან ამონარიდები და გამონათქვამები წაუკითხეს.

„ეს ანდერძად გქონდეს ჩემგან: არა საქმეში უზნეობა, უპატიოსნობა არ გაურიო.

გახსოვდეს ყოველთვის, რომ ქვეყანაზედ ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს.

ადამიანთა ურთიერთობა შეუძლებელია დააფუძნო უზნეობის საწყისებზე და საქმე, რომელიც ზნეობრივი პრინციპების დარღვევიდან გამომდინარეობს, არავის გამოადგება.

სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე, დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი.“

- ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით დაიწყო წიგნის საჯარო კითხვა მასპინძლებისთვის ყვარლის სახალხო თეატრის რეჟისორმა ნიკოლას სარიდისმა .

“ვიკითხოთ ხმამაღლა, შევცვალოთ სამყარო!“

– სწორედ შენი დახმარება გვჭირდება დღეს!

სწორედ შენ უნდა გაავრცელო ცოდნა დედამიწაზე!

შენ უნდა აქციო წიგნის კითხვა ნამდვილ ზეიმად!

შენ უნდა იკითხო ხმამაღლა, შენ უნდა შეცვალო სამყარო!

ასეთია წიგნის საჯაროდ კითხვის დღის მთავარი მოწოდება, მისი ავტორი კი მწერალი პემ ალინია ,რომელსაც სამოცამდე ქვეყანაში, ბავშების წიგნიერებისათვის ბრძოლის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის.

გამოცდილებიდან გამომდინარე ქალბატონი პემი ხედავდა წაკითხული წიგნები როგორ ცვლიდნენ სიკეთისკენ ახალი თაობის ცნობიერებას. ამიტომ 2010 წლიდან მისი ინიციატივით - საერთაშორისო ორგანიზაცია LitWorld-ის ეგიდით, წიგნის საჯაროდ კითხვის დღე თებერვლის თვეში დაწესდა.

საბედნიეროდ ძალიან მალე , ასზე მეტ ქვეყანაში ეს მოვლენა კითხვის დღესასწაულად იქცა .

ჩვენ ქვეყანაში წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღე 2016 წლიდან, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით სისტემატიურად აღინიშნება.

წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის დირექტორის მოადგილემ სასწავლო -სააღმზრდელო დარგში მღვდელმა გიორგი გაფრინდაშვილმა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართულ ღონისძიებაში - " წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღე გიმნაზიაში " - მონაწილეობისათვის ყვარლის სახალხო თეატრის დასი დალოცა და მადლობა გადაუხადა.

სალონური ფორმატის შეხვედრა მომავალში ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების იდეით, წარმატებით დასრულდა.






























































Comments

Popular posts from this blog

,,ანბანის გაცილება" I- კლასი