,,საქმიანი თამაშები" ნ.შუხოშვილი




     სასწავლო საქმიანი თამაში აქტიური სწავლების ფორმაა და ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას. (მაღალ ჩართულობას; მოტივაციის ზრდას; კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას; არსებული ცოდნი, გამოცდილების და რეალური სიტუაციის ერთმანეთთან დაკავშირებას; არგუმენტირებული მსჯელობისა და პრეზენტაციის უნარების განვითარებას.) და  საგნის მიმართ შემეცნებითი ინტერესის გაღვივებას. სწორედ აღნიშნული ამოცანების გადაწყვეტას ემსახურებოდა გიმნაზიის IX კლასში ჩატარებული გეოგრაფიის გაკვეთილი -სიმულაცია (მასწავლებელი: ნინო შუხოშვილი). მოსწავლეებმა მოირგეს ბიზნეს ჯგუფის და სხვადასხვა ასოციაციების წარმომადგენელთა როლები და შეიქმნა იმიტაცია სიტუაციისა რომელიც ძალიან აქტუალურია დღეს: საქართველოს ბუნებრივი პირობებისა და რესურსების გათვალისწინებით შეიმუშავეს პროექტები, რომელთა  განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას.  მოსწავლეები  დიდი პასუხისმგებლობით მიუდგნენ დავალებას და წარმოადგინეს საინტერესო იდეები.

   მოსწავლეები მსჯელობდნენ, კამათობდნენ, აანალიზებდნენ  და ასაბუთებდნენ სიტუაციას.
    გაკვეთილი იყო სახალისო საინტერესო და პროდუქტიული.






















Comments

Popular posts from this blog

,,ანბანის გაცილება" I- კლასი