Posts

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო. 16/11/2021

Image
  რეგისტრაციის გასავლელად მოსწავლეებმა სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ.   სკოლებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ ის მოსწავლეები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ მონაწილეობა მიიღონ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში თითოეულ საგანში/საგნებში  განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X -XII კლასები) შესაბამისად.     ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება. მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს ან მეტს და, ამასთან ერთად, მოხვდება საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის.   ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება. ასევე, იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით გაემგზავრებიან.

გიმნაზიას კიდევ ერთი უფროსი მასწავლებელი შეემატა.

Image
ა(ა) იპ წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის პედაგოგს ეთერი რუსიაშვილს ვულოცავთ უფორი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას.

მილოცვა

Image
  საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრს ყოვლადუსამღვდელოეს ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსს, წმ. ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის დირექტორს მეუფე დიმიტრის ვულოცავთ ანგელოზის დღეს. წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის მადლი გფარავდეთ.

სამძიმარი

Image
  წმ. ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ბათუმს, საქარველოს ...

გილოცავთ 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებას

Image
    2021-2022 სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს და განსაკუთრებით   პირველ კლასელებს საკლასო ოთახებში სწავლის განახლება პირადად   მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა   წმ . ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის დირექტორმა , ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ ( კაპანაძე)   პირველი კლასის მოსწავლეებს  ჩანთები და სასწავლო სახელმძღვანელოები გადაეცათ.

განცხადება

Image
განცხადება  ნეკრესის ეპარქიის მმართველის მიტროპოლიტი სერგის (ჩეკურიშვილი) გარდაცვალების გამო, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II - ის  ლოცვა-კურთხევით ნეკრესის ეპარქიისა და წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის დროებით მმართველად ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე) დადგინდა.  24.10.2021

ძვირფასო მასწავლებლებო!

Image
  ძვირფასო მასწავლებლებო! წმ. ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია  გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს. გისურვებთ თქვენი უმნიშნელოვანესი ფუნქციის ღირსეულად შესრულებას, მაღალი სტანდარტის შრომის პირობებს, ღვაწლის დაფასებას და წარმატებული თაობების აღზრდას ქვეყნის საკეთილდღეოდ, რისი საფუძველიც მათთვის სწორედ კარგი განათლების მიცემაა. გილოცავთ და გისურვებთ ერზე, სამშობლოზე უანგაროდ მზრუნველი, მეგობრობისა და სიყვარულის გრძნობით აღსავსე მართალი თაობების აღზრდას.

გთხოვთ ყურადღებით გაეცანით!!!

Image
      ძვირფასო მშობლებო, მასწავლებლებო და მოსწავლეებო, გაცნობებთ, რომ ჩვენი                   გიმნაზია  სრულ მზადყოფნაშია 2021-2022 სასწავლო წლის დასაწყებად.    2021 წლის ოთხი ოქტომბრიდან სკოლის შენობაში სწავლას დაიწყებს პირველიდან             მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეები.  სწავლის დაწყებამდე სრულად განხორციელდა სკოლის შენობის სადეზინფექციო          სამუშაოები.  სკოლაში დაცულია Covid-19-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შემუშავებული ყველა რეგულაცია და ტარდება უსაფრთხოების სტანდარტული პროცედურები.                        2021-2022 სასწავლო წელს პირისპირ სწავლების პირობებში სკოლაში პირბადით უნდა გამოცხადდნენ როგორც დაწყებითი (I-IV) კლასების, ისე საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეები.      მშობელმა უნდა გაითვალისწინოს:  🔊ყურადღებით გაეცნოს სკოლის ...

სამძიმარი

Image
   ღრმა მწუხარებას გამოვთქვავთ  წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალების გამო.     მადლობას ვუხდით მეუფე სერგის  უკვდავ სულს იმ გაწეული ღვაწლისა და მზრუნველობისთვის, რომელსაც თითოეული მოსწავლის, მათი ოჯახების, მასწავლებლებისა და თანამშრომლების მიმართ იჩენდა.                                                                                                     წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია 23/09/2021

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილი

Image
  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ნეკრესის მიტროპოლიტ სერგის (ჩეკურიშვილი) გარდაცვალების გამო 62 წლის ასაკში ღვთივგანისვენა ნეკრესის მიტროპოლიტმა სერგიმ (ჩეკურიშვილი). მან, სრულიად ახალგაზრდამ, კომუნისტური რეჟიმის პერიოდში დაიწყო ეკლესიური ცხოვრება, 33 წლისა კი უკვე მღვდელმთავარი გახდა და ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი, ხოლო ხუთი წლის შემდეგ ნეკრესის ეპარქიაში განაგრძო მოღვაწეობა. ამ ხნის მანძილზე და დღემდეც მრავალი განსაცდელი გადაიტანა, რომელთაც გულმხურვალე ლოცვით მუდამ უშიშრად სძლევდა. მეუფე ყოველთვის გამოირჩეოდა გაჭირვებულთადმი მამობრივი მზრუნველობით, გულმოწყალებით, სტუმართმოყვარეობით, გულწრფელობით, ბავშვური უბრალოებით... იყო ეკლესია-მონასტერთა მაშენებლი, ეპარქიაში საგანმანათლებლო ცენტრების დამაარსებელი, სოფლის მეურნეობის ამაღორძინებელი და, საერთოდ, მრავალმხრივი ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული. ამ თვისებების წყალობით მიაღწია იმას, რომ თავისი სამწყსო ერთ დიდ ორგანიზმად, ერთ ოჯახად შეკრა და ღვთის სიყვარულით აღანთო. ვუსამძიმრებთ...

წარმატებული გიმნაზიელები

Image
    ნეკრესელმა მიტროპოლიტმა სერგიმ 2020-2021 სასწავლო წლის  კურსდამთავრებულები დალოცა და სტუდენტობა მიულოცა.   წმ. ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის კურსდამთავრებულებმა, 2020-2021 სასწავლო  წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, როგორც ყოველთვის, კარგი შედეგები აჩვენეს და სასურველ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ სწავლას სახელმწიფო დაფინანსებით.  თქვენ განსაკუთრებული თაობა ხართ, პანდემიის მძიმე და მოულოდნელმა ცვლილებებმა მკვეთრად შეცვალა ყოველდღიური ცხოვრების რიტმი. საყოველთაო გამოწვევებს თქვენ ღირსეულად გაუმკლავდით და სწავლა წარმატებით დაასრულეთ.   წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია გილოცავთ 2020-2021 ს/წ  კურსდამთავრებულებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ წლებს, რადგან თქვენ ის ძალა ხართ, რომელიც სწავლობს, აშენებს მომავალს და ,, რარიგ დიდი წარსულიც არ უნდა ჰქონდეს ხალხს, ის მაინც მომავლით უნდა ცხოვრობდეს“ (ილია ჭავჭავაძე).  სიყვარულით და კეთილი სურვილებით, სკოლის ადმინისტრაც...

გიმნაზიის 21-ე გამოშვება

Image
2021 წლის 21 მაისს,  გიმნაზიის XII კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის ზარი ბოლოჯერ დაირეკა.   გიმნაზიის დირექტორის ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის ლოცვა-კურთხევით, მეთორმეტე კლასის კურსდამთავრებულთათვის , ნეკრესის ეპარქიის სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს და მოსწავლეები დალოცეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად. ასევე სიტყვით მიმართა  და წარმატებები უსურვა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს   ყვარლის საგამნმანათლებლო  რესურსცენტრის ხელმძღვანელმა  ქალბატონმა ქეთევან ჭიპაშვილმა.  კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების  პრევენციის მიზნით ეპიდსიტუაციისა და რეკომენდაციების გათვალისწინების შესაბამისად   სკოლის გამოსაშვები ღონისძიება მასშტაბურ ხასიათს არ ატარებდა, რომელიც გიმნაზიის ღია  სივრცეში მეთორმეტე კლასის დამრიგებლის ნანი არჩუაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა.   კურსდამთავრებულებმა საკუთარი შემოქმედებით, მადლიერება გამოხატეს გიმნაზიის დირექტორის ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის, სკოლის ადმინისტრაციისა და ყველა თანამშრომლის მიმართ. ...