გთხოვთ ყურადღებით გაეცანით!!!
ძვირფასო მშობლებო, მასწავლებლებო და მოსწავლეებო, გაცნობებთ, რომ ჩვენი გიმნაზია სრულ მზადყოფნაშია 2021-2022 სასწავლო წლის დასაწყებად.
2021 წლის ოთხი ოქტომბრიდან სკოლის შენობაში სწავლას დაიწყებს პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეები.
სწავლის დაწყებამდე სრულად განხორციელდა სკოლის შენობის სადეზინფექციო სამუშაოები.
სკოლაში დაცულია Covid-19-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შემუშავებული ყველა რეგულაცია და ტარდება უსაფრთხოების სტანდარტული პროცედურები.
2021-2022 სასწავლო წელს პირისპირ სწავლების პირობებში სკოლაში პირბადით უნდა გამოცხადდნენ როგორც დაწყებითი (I-IV) კლასების, ისე საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეები.
მშობელმა უნდა გაითვალისწინოს:
🔊ყურადღებით გაეცნოს სკოლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას .
🔊სკოლაში წასვლამდე აკონტროლოს მოსწავლის ტემპერატურა და 37 და მეტის დაფიქსირების შემთხვევაში არ გაუშვას სკოლაში.
🔊ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად შეატყობინოს სკოლას.
🔊უზრუნველყოს მოსწავლის დროული გამოცხადება სკოლაში.
🔊სკოლაში ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს მოსწავლის სკოლიდან წაყვანა.
გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებულ სასწავლო წელს წმ. ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია.
Comments