წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის პრევენციული ღონისძიებები COVID-19-ის გამოწვევების საპასუხოდ. სკოლის ყველა თანამშრომელმა გაიარა ტესტირება COVID-19-ზე. მაქსიმალურად დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.
წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის თითოეული წევრი (პედაგოგები, სკოლის პერსონალი, მოსწავლეები, მშობლები) ფლობს ამომწურავ ინფორმაციას , თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს გიმნაზია COVID-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ. როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან, ასევე სკოლაში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით.
✅
კლასის დამრიგებლები აწვდიან ამომწურავ ინფორმაციას, როგორც მოსწავლეებს, ასევე თითოეულ მშობელს და იღებენ მათგან უკუკავშირს.
✅
სკოლა უზრუნველყოფილია სპეციალური აღჭურვილობებით: დეზობარიერით, ხელის სადეზინფექციო მოწყობილობებით, თერმომეტრით, ხელისა და ზედაპირების სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, ერთჯერადი ხელთათმანებით.
✅
სველი წერტილები უზრუნველყოფილია წყლით, თხევადი საპნით და ქაღალდის ხელსახოცებით.
✅სკოლის
ექიმი სწავლის დაწღებამდე სკოლაში მუდმივად
ატარებს არსებულ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მუდმივ კონტროლს.
✅სწავლა სკოლაში
I-XII კლასელთათვის
იწყება 🔔 09:00 საათზე.
გაკვეთილების
ხანგრძლივობა 35 წუთი, ხოლო შესვენების 5 წუთი.
✅სკოლაში შემომსვლელ
ნებისმიერ პირს უტარდება თერმოსკრინინგი, ხოლო თერმოსკრინინგისას ცხელების - 37° С ან 37° С -ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების
შემთხვევაში, პირი ექვემდებარება ტემპერატურის გადამოწმებას ვერცხლისწყლის
თერმომეტრით 15 წუთიან შუალედში, მოსაცდელ სივრცეში.
• სიცხის გადამოწმების
შემდეგ 37°С ან 37°C -ზე მეტი ტემპერატურის
დადასტურების შემთხვევაში:
🔊 ნებისმიერი პირი არ
დაიშვება სკოლაში და ვალდებულია მიმართოს ოჯახის ექიმს. მოსწავლე (პირბადით)
განთავსდება წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში. სკოლა დაუყოვნებლივ
დაუკავშირდება მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც ვალდებულია იზრუნოს მოსწავლის
სკოლიდან დროულად გაყვანაზე. 🔊 მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ
ვადაში სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია დაუკავშიდეს 112-ს
შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად, გადამისამართების მიზნით.
✅ნებისმიერი
პირის შენობაში შესვლა დასაშვებია პირბადით, დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის ჰიგიენის ჩატარების შემდეგ.
მე-5
კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები შენობაში დაიშვებიან პირბადით. (გარდა იმ მოსწავლისა, რომელსაც აქვს პირბადის ტარებისგან გასათავისუფლებლად სათანადო სამედიცინო ჩვენება)
თუ მოსწავლე არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მაგრამ სათანადო სამედიცინო ჩვენებით არ თავისუფლდება პირბადის ტარებისგან, მშობლის მიმართვის შემთხვევაში, მოსწავლის პირბადის ტარებისგან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი (შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით) ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით;
ახალი კორონავირუსისგან თავის მაქსიმალურად არიდების მიზნით, სკოლა მასწავლებლებს, თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს პერმანენტულად აცნობს
წესებს .მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან მოეწყობა საინფორმაციო შეხვედრა დისტანციურად, ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით, ასევე წერილობით დაეგზავნებათ ინფორმაცია და ეცნობებათ მათი მოვალეობების შესახებ, კერძოდ:
ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გამოუშვან მოსწავლე სკოლაში;
ცხელების/რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად
გაიყვანონ მოსწავლე სკოლიდან და
უზრუნველყონ ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად;
სახლის
პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეატყობინონ კლასის დამრიგებელს;
ცხელების
ან სხვა რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენისას უზრუნველყონ ბავშვის
მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად.
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სკოლის პერსონალი სრულად დარეგისტრირებულია სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პირთა ბაზაში და პრევენციისა და COVID-19-ის ახალი
შემთხვევების დროული გამოვლენის მიზნით გადის პერიოდულ ტესტირებას.
🔊მოსწავლეებს
ტრანსპორტირებისას უტარდებათ თერმოსკრინინგი ტრანსპორტში ასვლამდე.
ტრანსპორტირებისას ნებისმიერი პირისთვის (მოსწავლე, მასწავლებელი, მძღოლი და ა.შ.) სავალდებულოა პირბადის გამოყენება.
ზემოთაღნიშნული
პროცესების მართვასა და კოორდინაციას უზრუნველყოფს სკოლის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი.
Comments