გიმნაზიამ შრომითი ინსპექციის შემოწმება წარმატებით გაიარა და მზად არის ახალი სასწავლო წელი ყველა სტანდარტისა და რეგულაციის დაცვით დაიწყოს .

 15 სექტემბერს, 09:00 საათზე ყვარლის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიაში სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება. 

 გიმნაზიის ადმინისტრაციამ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ახალი სასწავლო წლისთვის, მოქმედი  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანადგომით უზრუნველყო. და  ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სრულ მზადყოფნაშია.

გიმნაზიამ  გაიარა შრომითი ინსპექციის შემოწმება. სკოლა სრულად აკმაყოფილებს ქვეყანაში ამჟამად მოქმედ რეგულაციებს და მზად არის ახალი სასწავლო წელი დაიწყოს ყველა სტანდარტისა და რეგულაციის დაცვით, 

გიმნაზია აღჭურვილია  პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერისა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით ,ასევე სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით.


მშობელთა და მოსწავლეთა საყურადღებოდ :

 იხ.რეკომენდაცია  სკოლებისთვის. მოსწავლეთა ტრანსპორტირების წესი

იხ.რეკომენდაცია მასწავლებლებისთვის


წმ.ილია მართლის სახ. გიმნაზიის ხელმძღვანელის ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის ლოცვა-კურთხევით სასწავლო პროცესის დაწყებამდე პირველი კლასის მოსწავლეებს  ჩანთები და სასწავლო სახელმძღვანელოები გადაეცემათ.


წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის ადმინისტრაცია 

გილოცავთ 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებას . გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს. 












Comments

Popular posts from this blog

,,ანბანის გაცილება" I- კლასი