ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის ლოცვა-კურთხევით,  ყვარლის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში მეთორმეტე კლასის კურსდამთავრებულთათვის , ნეკრესის ეპარქიის სასულიერო პირებმა ყოვლადწმინდა სამების სახელობის პარაკლისი გადაიხადეს.

პარაკლისის დასრულების შემდგომ მოძღვრებმა შეკრებილი ახალგაზრდები,თანატოლებთან ერთად  დალოცეს :

„აქ ლოცულობდა ილია მართალი, რომელმაც  უკვდავების გზა ანახა ერს.
ზარი რომელიც ახლა თქვენთვის და თქვენი თანატოლების კეთილდღეობისა და დალოცვისთვის ირეკება,  ყველა თაობისთვის სასურველია .
ამიტომ გილოცავთ , გიხაროდეთ ,  არ მოიწყინოთ , როგორც პატრიარქი გვარიგებს არ შეგეშინდეთ_ ჩიხი არ არსებობს,  გვიგულეთ თქვენს იმედად"
ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახ. გიმნაზიის მოძღვარი  დეკანოზი ბადრი არჩუაძე

„ჩემი თხოვნაა თქვენი ცოდნა რომელიც მიიღეთ და რომელსაც მიიღებთ,  გამოიყენოთ,
 სარწმუნოებასთან შეაზავოთ და ქვეყანას , სამშობლოს მოახმაროთ.
 გისურვობთ ღმერთთან ურთიერთობა გქონდეთ და სარწმუნოება,
ამით იქნებით ძლიერი.
მაგალითად გქონდეთ, ილია ჭავჭავაძე სიყმაწვილეში აქ ლოცულობდა , მის აღზრდაში სასულიერო პირი იღებდა მონაწილეობას, ზრდასრულმა  განათლება საქართველოს საზღვრებს მიღმაც მიიღო და მიღბული ცოდნა სრულად თავისი ქვეყნის -საქართველოს კეთილდღობას მოახმარა.

გისურვებთ წარმატებას და გლოცავთ.“
ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახ. გიმნაზიის დირექტორის მოადგილე ,მღვდელი  გიორგი გაფრინდაშვილი

პარაკლისს ყვარლის პირველი, მეორე საჯარო სკოლების და ყვარლის ილია ჭავჭავაძის  სახ. გიმნანზიის მეთორმეტე კლასის კურსდამთავრებულები, მოსწავლეები, მასწავლებლები ,მშობლები და ყვარლის საგამნმანათლებლო  რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან ჭიპაშვილი ესწრებოდნენ.

ნეკრესის ეპარქიაში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად კურსდამთავრებულებს   ტაძარის მოილოცვის შემდგომ   ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში  უმასპინძლეს.

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით,
ეპიდსიტუაციისა და რეკომენდაციების გათვალისწინების შესაბამისად 2020 წელს  მეთორმეტე კლასელთა სკოლის დამთავრების ცერემონია მასშტაბურ ხასიათს არ ატარებდა.

გასულ წელს  ღონისძიებას  ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმმა უმასპინძლა ,რომელიც  ნეკრესის ეპარქიის განვითარებისა და განათლების ცენტრის , ყვარლის მუნიციპალიტეტის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

აღნიშნულ შეხვედრაზე  #ნეკრესელმა  მიტროპოლიტმა სერგიმ სკოლის  კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და დალოცა.

✍"დაიმახსოვრეთ, თუ გეცოდინებათ გულწრფელი მადლობის  და ბოდიშის გადახდა თქვენ გექნებათ მშვიდობა,  მიიღეთ კარგი განათლება და ემსახურეთ ქვეყანას, პატივი ეცით მშობლებს ."  მეუფე სერგი 

მაისი 2020 წელი








                                   
                                                      



















































































         
                     



Comments

გილოცავთ ყველას, წარმატებები.

Popular posts from this blog

,,ანბანის გაცილება" I- კლასი