განცხადება (COVID-19)
წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის ხელმძღვანელის, ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გადაწყვეტილებით, რაიონში არსებული გართულებული ეპიდ ვითარების გამო, მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და პრევენციის მიზნით გიმნაზიაში სასწავლო პროცესი დროებით დისტანციურად წარიმართება.
აღნიშნული გადაწყვეტილება შეთანხმებულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან .
ცნობისთვის:
კორონავირუსთან მიმართებაში საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებაში სრულად გათვალისწინებულია.
გისურვებთ ჯანმრთელობას
წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის ადმინისტრაცია
19.10.2020
Comments