,,აღდგომის მახარებლები" ჭონა

  აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშრებით ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის ლოცვა-კურთხევით სადღესასწაულო მსვლელობა _ " აღდგომის მახარებლები " - ჭონა გაიმართა.

  მსვლელობა  ქ.ყვარელში 28 აპრილს 12 :00 სთ-ზე  ე.წ ,,ბოგირის” ტერიტორიიდან დაიწყო და ილია ჭავჭავაძის მონუმენტთან დასრულდა .
 აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ქ. ყვარელში  მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით ქალაქში ბანერების სახით ილია ჭავჭავაძის წერილიდან ამონარიდები გამოიფინა.
ეპარქიაში ჩამოაბრძანეს მადლმოსილი ცეცხლი,  რომელიც საზეიმო მსვლელობისას ხატებთან და ბაირაღებთან ერთად თან ჰქონდათ მონაწილეებს და აღდგომის დღესასწაულს ახარებდნენ ხალხს,  სტუმრობდნენ საავადმყოფოს ,  პოლიციას , ასევე დარიგდა სასულიერო ლიტერატურა.

 მსვლელობის ორგანიზატორები:
 #ნეკრესის_ეპარქია და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია.

მონაწილეობდნენ
ნეკრესის ეპარქიის სამღვდელოება, მოსახლეობის ნაწილი , მრევლი,  ქ.ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატი,
კულტურის სახლი, ყვარლის ილია მართლის სახ. გიმნაზია.
ანსამბლები "ხეურო","ანა-ბანა", და "მელოდია"
📣 ეთნოგრაფიული ცნობებით საქართველოში  ,,ჭონას” ტრადიციას   დიდი ისტორია აქვს, რიტუალის თანახმად  " აღდგომის მახარებლები "  ქუჩებს გალობით და სიმღერით  შემოივლიდნენ და ხალსხს  აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ახარებდნენ.












Comments

Popular posts from this blog

,,ანბანის გაცილება" I- კლასი