21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა!





    ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!



  21 მარტს ა(ა) იპ წმ. ილია მართლის სახ. ყვარლის  გიმნაზიაში აღინიშნა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე.  მოსწავლეებმა მოაწყვეს ფლეშმობი და წარმოადგინეს ინფორმაცია ამ დღესთან დაკავშირებით.


აქტივობა განახორციელეს  IX კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პროექტის ფარგლებში ,,ყველა განსხვავებულია, ყველა თანასწორია''(პედაგოგი  ნინო შუხოშვილი).


  ამ დღის აღნიშვნის მიზანია ისეთ აქტივობებისა და ღონისძიებების წახალისება, რომელიც მიმართულია დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ამ სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისკენ.

დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, არამედ გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე  წყვილში, რასაც 21-ე  წყვილის ტრისომია ეწოდება. დაუნის სინდრომი პირველად აღწერა ინგლისელმა ექიმმა  ჯონ ლენგდონ დაუნმა.

2006 წლის 21 მარტს პირველად აღინიშნა დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო  დღე.

21 მარტი  ამ დღის აღსანიშნავად შერჩეულ იქნა შემდეგი მიზეზით: 21 არის სიმბოლო 21–ე ქრომოსომის, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე, კი ტრისომიული მოვლენის.





















Comments

Popular posts from this blog

,,ანბანის გაცილება" I- კლასი