დღე_სასწაული 03.03.2019 კონკურსი "კულინარია"
ნეკრესის ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით 3 მარტს კონკურსი "კულინარია" გაიმართა. რომლის მიზანია ქართული სამზარეულოს კულტურის და ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია
კონკურსში ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონების 6 სკოლა მონაწილეობდა.
კონკურსში მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდების მიერ მომზადებული კერძები ჟიურიმ სამ ეტაპად შეაფასა.
1. ხილის ასორტი და სერვირება
2. სალათი და ცხელი კერძი
3. ხაჭაპური
შეფასების კრიტერიუმები:
კერძის ვიზუალი
გემო
ჯანსაღი საკვები
გამარჯვება ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახ. გიმნაზიას ხვდა წილად . რომელსაც გუნდი
„რიზოტო“ თამარ მერაბიშილის, ნინი წიწრიაშვილისა და ლექსო ხუტილაშვილის შემადგენლობით წარმოადგენდა.
კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელი და საჩუქარი.
მეღვინეობა „ხარების „ დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით , I,II და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს საშუალება მიეცათ ზაფხულში, რესტორან „ხარებაში“ ორკვირიანი ანაზღაურებადი პრაქტიკა გაიარონ .
ღონისძიება ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის ლოცვა- კურთხევით ჩატარდა.
ორგანიზატორი:
ნეკრესის_ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრი
მხარდამჭერები
მეღვინეობა_“ხარება“



Comments