ა(ა)იპ წმ. ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია გილოცავთ ახალი 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებას. სკოლის დირექცია გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს.
2019-2020 წლის 16 სექტემბერს წმ. ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიამ ახალი სასწავლო წლის დაწყება იზეიმა. გიმნაზიის მოძღვარმა დეკანოზმა ბადრიმ (არჩუაძე) და დირექტორის მოადგილემ მღვდელმა გიორგი (გაფრინდაშვილი) გადაიხადეს პარაკლისი, შემდეგ კი სხვადასხვა კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ მშობლებიც. ა (ა) იპ წმ ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიას სასწავლო წლის დაწყება მიულოცა რესურსცენტრის დირექტორმა ქალბატონმა ქეთევან ჭიპაშვილმა.
Comments