„რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“
2019 წლის 7-8 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გაიმართა სასკოლო-პრაქტიკული კონფერენცია - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“. წლევანდელ კონფერენციაზე თემები წარმოადგინა 200-მდე მოსწავლემ. ფინალურ ეტაპზე გადავიდა 90 მოსწავლე.
კონფერენციას უძღვებოდა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის პროექტის კორდინატორი ლელა ბოჭორიშვილი. ორივე დღეს გამარჯვებული ნაშრომები წარმოადგინა საქართველოში არსებულმა სხვადასხვა სკოლის 90 -მდე მოსწავლემ. წარმოდგენილი თემებიდან საუკეთესოები გამოიცემა წიგნის სახით. კონფერენციაში მონაწილე ყველა მოსწავლეს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრისგან გადაეცა სიგელები. კონფერენცია ყოველწლიურად იმართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და მასში მონაწილეობენ სკოლის ასაკის მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
Comments