#ნეკრესელმა მიტროპოლიტმა სერგიმ ყვარლის რაიონის, 13 სკოლის კურსდამთავრებულები ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში დალოცა:
✍"დაიმახსოვრეთ, თუ გეცოდინებათ გულწრფელი მადლობისა და ბოდიშის გადახდა თქვენ გექნებათ მშვიდობა, მიიღეთ კარგი განათლება და ემსახურეთ ქვეყანას, პატივი ეცით მშობლებს ." მეუფე სერგი

✅ღონისძიება ნეკრესის ეპარქიის განვითარებისა და განათლების ცენტრის , ყვარლის მუნიციპალიტეტის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ქეთევან ჭიპაშვილის ორგანიზებით გაიმართა.

🎥 ჩატარდა სამოტივაციო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება და სკოლადამთავრებულებს სასულიერო ლიტერატურა გადაეცათ საჩუქრად.

🌳🌲🌿☘ ყვარლის მერმა როსტომ სესიაშვილმა ახალგაზრდებს მუნიციპალიტეტის და ეპარქიის ერთობლივი პროექტი "გააშენე შენი ტყე" შესთავაზა, აღნიშნული ინიციატივა ა.წ. შემოდგომაზე განხორციელდება .


  ღონისძიების მასპინძელი ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი. დირექტორი თამარ ზურიაშვილი.



















Comments

Popular posts from this blog

,,ანბანის გაცილება" I- კლასი