სასწავლო პროექტები ნ.ლოლიაშვილი


  ა(ა) იპ წმ. ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიაში აქტიურად მიმდინარეობს პროექტული სწავლება.
  2017-2018 სასწავლო წელს IV კლასში, მასწავლებელ ნ. ლოლიაშვილის მიერ, განხორციელდა პროექტი ,,ვაჟა-ფშაველას ცხოვრება და შემოქმედება".
  პროექტის მიზანს წარმოადგენდა ვაჟა-ფშაველას ცხოვრების და შემოქმედების იმ ნაწილის გაცნობა, რომელიც ბუნებას უკავშირდება.
  მოსწავლეებმა შეძლეს ინფორმაციის მოსაძიებლად და კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენება, მხატვრული ტექსტების დამოუკიდებლად წაკითხვა/გააზრება, პრეზენტაციების მომზადება, ჯგუფში მუშაობა, წაკითხული ნაწარმოებებისგან მიღებული შთაბეჭდილებით ილუსტრაციების შექმნა, წაკითხული ტექსტებიდან ვიქტორინისავით კითხვების მომზადება.
  პროექტი დასრულდა შეხვედრით, სადაც მოწვეული იყვნენ მშობლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პედაგოგები. მოეწყო ნაწარმოებების წაკითხვის შედეგად შექმნილი ილუსტრაციების გამოფენა. ჯგუფებმა მოახდინეს დავალებების პრეზენტაცია. ჩატარდა შემაჯამებელი ვიქტორინა. გამოვლინდა გამარჯვებული.









Comments

Popular posts from this blog

,,ანბანის გაცილება" I- კლასი