შემოდგომის გაცილება 2018


    2018 წლის 25 ოქტომბერს ა(ა)იპ წმ. ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოსწავლეებმა თავის დამრიგებლებთან ერთად საგანგებოდ ჩატარებული ღონისძიებით იზეიმეს შემოდგომის ხვავი და ბარაქა. ყველა კლასმა შემოდგომის ფერებით მორთო და გაალამაზა საკუთარი კუთხე, ასევე წარმოადგინა საკონცერტო ნომერი. გიმნაზიის ეზოში თუხთუხებდა თათარა, დაიწურა ყურძენი. ღონისძიებაზე მოწვეული იყო ყვარლის რესურსცენტრის დირექტორი ქალბატონი ქეთევან ჭიპაშვილი, რომელმაც სათითაოდ დაათვალიერა და მოისმინა თითოეული კლასის მიერ წარმოდგენილი შემოქმედება.








Comments

Popular posts from this blog

,,ანბანის გაცილება" I- კლასი