Posts

სამძიმარი

Image
   ღრმა მწუხარებას გამოვთქვავთ  წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალების გამო.     მადლობას ვუხდით მეუფე სერგის  უკვდავ სულს იმ გაწეული ღვაწლისა და მზრუნველობისთვის, რომელსაც თითოეული მოსწავლის, მათი ოჯახების, მასწავლებლებისა და თანამშრომლების მიმართ იჩენდა.                                                                                                     წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია 23/09/2021

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილი

Image
  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ნეკრესის მიტროპოლიტ სერგის (ჩეკურიშვილი) გარდაცვალების გამო 62 წლის ასაკში ღვთივგანისვენა ნეკრესის მიტროპოლიტმა სერგიმ (ჩეკურიშვილი). მან, სრულიად ახალგაზრდამ, კომუნისტური რეჟიმის პერიოდში დაიწყო ეკლესიური ცხოვრება, 33 წლისა კი უკვე მღვდელმთავარი გახდა და ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი, ხოლო ხუთი წლის შემდეგ ნეკრესის ეპარქიაში განაგრძო მოღვაწეობა. ამ ხნის მანძილზე და დღემდეც მრავალი განსაცდელი გადაიტანა, რომელთაც გულმხურვალე ლოცვით მუდამ უშიშრად სძლევდა. მეუფე ყოველთვის გამოირჩეოდა გაჭირვებულთადმი მამობრივი მზრუნველობით, გულმოწყალებით, სტუმართმოყვარეობით, გულწრფელობით, ბავშვური უბრალოებით... იყო ეკლესია-მონასტერთა მაშენებლი, ეპარქიაში საგანმანათლებლო ცენტრების დამაარსებელი, სოფლის მეურნეობის ამაღორძინებელი და, საერთოდ, მრავალმხრივი ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული. ამ თვისებების წყალობით მიაღწია იმას, რომ თავისი სამწყსო ერთ დიდ ორგანიზმად, ერთ ოჯახად შეკრა და ღვთის სიყვარულით აღანთო. ვუსამძიმრებთ...

წარმატებული გიმნაზიელები

Image
    ნეკრესელმა მიტროპოლიტმა სერგიმ 2020-2021 სასწავლო წლის  კურსდამთავრებულები დალოცა და სტუდენტობა მიულოცა.   წმ. ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის კურსდამთავრებულებმა, 2020-2021 სასწავლო  წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, როგორც ყოველთვის, კარგი შედეგები აჩვენეს და სასურველ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ სწავლას სახელმწიფო დაფინანსებით.  თქვენ განსაკუთრებული თაობა ხართ, პანდემიის მძიმე და მოულოდნელმა ცვლილებებმა მკვეთრად შეცვალა ყოველდღიური ცხოვრების რიტმი. საყოველთაო გამოწვევებს თქვენ ღირსეულად გაუმკლავდით და სწავლა წარმატებით დაასრულეთ.   წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია გილოცავთ 2020-2021 ს/წ  კურსდამთავრებულებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ წლებს, რადგან თქვენ ის ძალა ხართ, რომელიც სწავლობს, აშენებს მომავალს და ,, რარიგ დიდი წარსულიც არ უნდა ჰქონდეს ხალხს, ის მაინც მომავლით უნდა ცხოვრობდეს“ (ილია ჭავჭავაძე).  სიყვარულით და კეთილი სურვილებით, სკოლის ადმინისტრაც...

გიმნაზიის 21-ე გამოშვება

Image
2021 წლის 21 მაისს,  გიმნაზიის XII კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის ზარი ბოლოჯერ დაირეკა.   გიმნაზიის დირექტორის ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის ლოცვა-კურთხევით, მეთორმეტე კლასის კურსდამთავრებულთათვის , ნეკრესის ეპარქიის სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს და მოსწავლეები დალოცეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად. ასევე სიტყვით მიმართა  და წარმატებები უსურვა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს   ყვარლის საგამნმანათლებლო  რესურსცენტრის ხელმძღვანელმა  ქალბატონმა ქეთევან ჭიპაშვილმა.  კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების  პრევენციის მიზნით ეპიდსიტუაციისა და რეკომენდაციების გათვალისწინების შესაბამისად   სკოლის გამოსაშვები ღონისძიება მასშტაბურ ხასიათს არ ატარებდა, რომელიც გიმნაზიის ღია  სივრცეში მეთორმეტე კლასის დამრიგებლის ნანი არჩუაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა.   კურსდამთავრებულებმა საკუთარი შემოქმედებით, მადლიერება გამოხატეს გიმნაზიის დირექტორის ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის, სკოლის ადმინისტრაციისა და ყველა თანამშრომლის მიმართ. ...